Pages

Monday, December 17, 2018

სასწავლო პროექტი


    სასწავლო პროექტი "გაიცანით ჩემი რაიონი - ვანი"


1. პროექტის სახელწოდება: გაიცანით ჩემი რაიონი - ვანი

2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან ვანის ისტორიას და კულტურას,
მოაწყობენ ექსკურსიას ღირშესანიშნავ ადგილებში.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ართი ულამაზესი რაიონის, ვანის, ისტორიას, გაეცნობიან იმ ადამიანთა ცხოვრებას ვინც დიდი სიტყა თქვა  ქართული კულტურისა თუ მეცნიერების განვითარებაში ასევე გაეცნობიან რაიონის დემოგრაფიულ მდგომარეობას, ფოლკლორს, ეკონომიკას. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებს,უფრო ღრმად შეისწავლიან ისტორიას, გადაიღებდნენ ფოტოსურათებს, ვიდეო მასალას, შექნმიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, დაწერენ სტატიებს. პროექტშო მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პედაგოგები.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიებენ ინფორმაციას მშობლიური რაიონის წარსულისა და აწმყოს შესახებ, რომელსაც გააცნობენ ფართო საზოგადოებას, შეადგენენ საყვარელ მარშრუტებს, გადაიღებენ სურათებს, დახატავენ და მოძიებული ინფორმაცია განათავსებენ ინტერნეტში.

5. მონაწილეთა ასაკი: 15 -16

6. ვადები/ხანგრძლივობა:  (ერთი თვე)

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი,ვებ-გვერდი, ბლოგი, გააკეთონ ჩანახატები, შეადგინონ ცხრილები, დაწერონ ესეები.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფოტოაპარატი ან ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, დამხმარე ლიტერატურა, თაბახის ფურცლები,ფლიპჩარტი, კალამი, ფერადი ფანქრები.

9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): საწყის ეტაპზე გამოვიყენებ ვიცი, მინდა ვიცოდე,ვისწავლე სქემის სამი სვეტს, რათა გავიგო მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა. მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმას, რომ გამოავლინონ მომავალში რისი გაგება სურთ. შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად, პირველი ჯგუფი იმუშავებს ვანის გეოგრაფიული მდებარეობა, რესურსებსა და ეკონომიკაზე. მეორე ჯგუფს დაევალება შეისწავლონ ვანის ისტორია, ყოფა-ცხოვრება და ფოლკლორი, ხოლო მესამე ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას ჩვენი რაიონის გამოჩენილი ადამიანების შესახებ.
   მოსწავლეთა ჯგუფებთან შეხვედრების დროს გამოვიყენებ მინი ლექციის მეთოდს, რათა მოსწავლეებს დამატებით მიეწოდოს ინფორმაცია და რჩევები პროექტის თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის /ავტორი ო. ლორთქიფანიძე/ მეშვეობით მოიპოვებენ ინფორმაციას სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, მოახდენენ მის კატეგორიზაციას, აიღებენ ინტერვიუებს და შეაგროვებენ მასალებს ვანის ფოლკლორის, ყოფა-ცხოვრების შესახებ, მოაწყობენ ექსკურსიებს გ. ტაბიძისა და ტ. ტაბიძის, კ.კეკელიძის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის  სახლმუზეუმში მოინახულებენ სულორს, ამაღლებას / სამკურნალო წყლები/ და ახვლედიანების გორას. გადაიღბენ სურათებს.
 პროექტის დასკვნით ეტაპზე მოახდენენ მოძიებული მასალის ანალიზს შექმნიან სლაიდ შოუს გააკეთებენ ალბომს ,,ჩვენი ვანი“, სკოლაში მოაწყობენ ამავე სახელწოდების გამოფენას სურათებითა და საკუთარი ნახატებით. მოწვეული სტუმრებისთვის გააკეთებენ პრეზენტაციას და პოეზიის საღამოს. ინფორმაციას მოსწავლეები განათავსებენ სკოლის ვებგვერდძე.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პოექტზე მუშაობისას მოსწავლეები ცოდნას გაიღრმავებენ შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა: გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება. 
 ქართ. X. 11.  მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება  სხვადასხვამიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ისტ.  X.  მოსწავლეებს შეუძლია ისტორიული თემის დაწერა
გეო.  X. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნის ადგილი მსოფლიოში    

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ბელა ბილქვაძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: bolkvadzebela77@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  https://bolkvadzebela.blogspot.com


გაკვეთილის გეგმა

გიორგი სააკაძე, გმირი თუ.....